საბერძნეთი ევროკავშირის პანდემიის შემდგომი დახმარების ფონდიდან 72 მილიარდ ევროს მიიღებს
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ევროკავშირის ფინანსურ პაკეტს ეროვნული წარმატება უწოდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, საბერძნეთი ევროკავშირის პანდემიის შემდგომი დახმარების ფონდის მეშვეობით 72 მილიარდ ევროს მიიღებს.
„დღეს ჩვენ ძალიან ამბიციური საპასუხო გეგმა მივიღეთ. გეგმა პასუხობს იმ სიმეტრიულ შოკს, რომელიც პანდემიამ ყველა ეკონომიკაში გამოიწვია. ჩვენ ამ მნიშვნელოვან ევროპულ კაპიტალს არ გავფლანგავთ და ფულს ყველა ბერძენის სასიკეთოდ ჩავდებთ“, – განაცხადა მიცოტაკისმა.
ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსის ეპიდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო ფინანსურ პაკეტზე შეთანხმდნენ. 750 მილიარდი ევროს მოცულობის პაკეტში 390 მილიარდი ევრო გრანტების, ხოლო 360 მილიონი სესხის სახით გამოიყოფა.