საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში ფილმის „Hostis Publicus და თაბაშირის იუდა“ ჩვენება გაიმართა
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში ფილმის „Hostis Publicus და თაბაშირის იუდა“ ჩვენება გაიმართა.
ფილმი მოგვითხრობს საბჭოთა პერიოდის ერთი ოჯახის ისტორიას ე.წ. წითელი ტერორის ფონზე. ფილმის სიუჟეტი აგებულია გადასახლებული სკოლის მასწავლებლის, ფილოლოგ უჩა სალუქვაძის წერილებისა და საზოგადოება „მემორიალის” უნიკალური საარქივო მასალის მიხედვით.
ფილმის ავტორია მარინა სალუქვაძე, რომელზეც მამამისთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, მუსიკალური გაფორმება ზაზა მარჯანიშვილს ეკუთვნის, ხოლო ტექსტს კითხულობენ ანდრია გველესიანი, სანდრო გოგრიჭიანი და მარინა სალუქვაძე.