საბჭოთა ოკუპაციის 102 წლისთავთან დაკავშირებით, შსს-ს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
საბჭოთა ოკუპაციის 102 წლისთავთან დაკავშირებით, შსს-ს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის 102 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სახელმწიფო დროშები ასევე დაშვებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ 2010 წლის 21 ივლისს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გამოცხადდა.