საბავშვო ევროვიზიის სამზადისი დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია მთავარი სცენის მონტაჟი, რის შემდეგაც მხოლოდ დეკორაციის დამონტაჟება დარჩება.
დღეს დაიწყო გენერალურ რეპეტიცია-კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, რომელიც 25 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
მსურველებს ბილეთების შეძენა 3, 5 და 10 ლარად, ელექტრონული სახით tkt.ge-ze და თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში შეეძლებათ.
გენერალური რეპეტიცია ლაივ რეჟიმში მიმდინარეობს და ანალოგიურია მთავარი შოუსი, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართება.
რეპეტიცია-კონცერტზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება პირველმა შეაფასოს 16 ქვეყნის კონკურსანტი. სწორედ ამ გენერალური რეპეტიციის მიხედვით, ყველა მონაწილე ქვეყანაში ჟიური აფასებს კონკურსანტებს, რომლის შედეგსაც მაყურებელი უკვე 26 ნოემბერს, პირდაპირ ეთერში იხილავს.