საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლები ნიცაში გახსნის ცერემონიაზე გამოვიდნენ [ვიდეო]

ნიცაში საბავშვო ევროვიზიის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე კონკურსის მონაწილეები გამოვიდნენ, მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლები ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი.

საკონკურსო სიმღერა – Over The Sky, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლები ევროვიზიის სცენაზე შეასრულებენ, ბეთხომ და მებო ნუცუბიძემ დაწერეს. კლიპის გადაღებები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვლენ.

საბავშვო ევროვიზიის რიგით 21-ე კონკურსი საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 26 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, რეპორტაჟს პირველი არხის ეთერში ნიკა ლობილაძე გაუძღვება. ხმის მიცემა 24 ნოემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება.