საბავშვო ევროვიზია 2024-ში, რომელიც მადრიდში 16 ნოემბერს გაიმართება, 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. წელს კონკურსს კვიპროსი დაუბრუნდება.
საბავშვო ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, მალტა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო, ესპანეთი და უკრაინა.
Let’s Bloom რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის სლოგანია, რომელიც მასპინძელ მაუწყებელს, RTVE-ს ეკუთვნის.
ყვავილობის კონცეფცია ორგანული ელემენტების მეშვეობით გადავა Caja Mágica სცენაზეც, რომელიც 5000-დან 7000 მაყურებლამდე იტევს.
2021 წლის შემდეგ წლევანდელ საბავშო ევროვიზიაზე ყველაზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ანდრია ფუტკარაძე წარადგენს.