საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან, სკოლები კი 15 სექტემბრიდან დაიწყება, დაბა მესტია და ლენჯერი ორი სექტემბრიდან გაიხსნება
საბავშვო ბაღები პირველი ოქტომბრიდან, ხოლო სკოლები 15 სექტემბრიდან იწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
ამასთან, მისივე ცნობით, დაბა მესტია და ლენჯერი ორი სექტემბრიდან გაიხსნება.
„კოვიდ -19“-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივად ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს პირველი ოქტომბრიდან, სკოლებსა და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს ორი სექტემბრიდან“, – წერს გახარია.