საბავშვო ბაღები, აჭარის რეგიონის გარდა, მუშაობას 12 ოქტომბრიდან განაახლებენ
საბავშვო ბაღები, აჭარის რეგიონის გარდა, მუშაობას 12 ოქტომბრიდან განაახლებენ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
„აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განაახლებენ ფუნქციონირებას საბავშო ბაღები. ეს მოხდება 12 ოქტომბერს“, – განაცხადა ჩხენკლემა.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეკომენდაციების სრულად დაცვა.
„მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები. ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს, მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში გააგრძელონ სწავლა“, – განაცხადა მინისტრმა.