საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ 6 აგვისტოს  საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეჩერდება
საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ 6 აგვისტოს საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეჩერდება

მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ 6 აგვისტოს, 05:00 საათიდან 10:00 საათამდე საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეჩერებული იქნება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

ამასთან, დროის აღნიშნულ მონაკვეთში სასაზღვრო გამატარი პუნქტი „დარიალის“ გავლით მგზავრთა მიმოსვლა (საპასპორტო კონტროლი და საბაჟო პროცედურები) ორივე მიმართულებით იქნება შეჩერებული.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, 24/7-ზე, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას, შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.