საბაჟო გამშვებ პუნქტში „კარწახი“ არადეკლარირებული ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „კარწახი“ არადეკლარირებული ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „კარწახი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ქიმიური ნივთიერება, 106,58 გრამი ვერცხლისწყალი გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.

„სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას გულისხმობს. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.