საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღის 81 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს
საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღის 81 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სარფში“ ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის 81 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვაზნები სალონში არსებულ სათავსოში ერთ შეკვრად იყო მოთავსებული.

„საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.