რუსეთის ჩემპიონატში მე-11 ტური დაიწყო. ჩემპიონმა ლოკომოტივმა შინ როსტოვი მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. მე-60 წუთისთვის ანგარიში 1:1 იყო, რის შემდეგაც, „ლოკომოტივს“ გამარჯვება საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, საბა კვირკველიამ მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ კვირკველიამ რუსეთის ჩემპიონატში მეექვსე გოლი გაიტანა და აქედან ხუთჯერ მისმა გოლმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ფეხბურთელის გოლით „ლოკომოტივმა“ ორჯერ მოიგო და სამჯერ ფრეს მიაღწია.
„ლოკომოტივმა“ 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადავიდა.