საბა კვირკველია ქართული მედიის რჩეულია – წლის 2017-2018 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გაზეთ “სარბიელის” გამოკითხვამ გამოავლინა.
პოპულარულმა გამოცემამ ეს ტრადიცია 10-წლიანი პაუზის შემდეგ აღადგინა. საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლენაში რეკორდულმა რაოდენობამ, 80-მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. 64 მათგამა პირველ ადგილზე საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი კვირკველია დაასახელა, რომელიც პირველ ადგილზე ხმების უდიდესი უმრავლესობით (სულ 211 ქულა) გავიდა.
მეორე პოზიცია “ვიტესის” ყოფილმა კაპიტანმა გურამ კაშიამ დაიკავა, ხოლო მესამე – ბელგიური “გენტის” შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ.
“ძალიან ემოციური მომენტია. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენს ქვეყანაში საუკეთესო ფეხბურთელი ხდები. მით უფრო სასიხარულოა, ეს “სარბიელის” გამოკითხვის შედეგად რომ მოხდა, რომლიც ყოველთვის პრესტიჟული პრიზი იყო. დიდი მადლობა მედიას ამ დაფასებისა და მხარდაჭერისთვის” – ამბობს კვირკველია.