საბა ბუაძე - ოპოზიციაში დღეს არავის აქვს რევოლუციური სცენარის განწყობა, ეს არის „ქართული ოცნებიდან“ წამოსული რიტორიკა
„ლელო“ ემიჯნება ყველა მინიშნებას საქართველოში არაკონსტიტუციურ და ძალისმიერ პროცესებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში დღეს არავის არ აქვს რევოლუციური სცენარის განწყობა.
„ჩვენ ამ პროცესში ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმონაწილეობთ სწორედ იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში რევოლუციური და ძალისმიერი აღარასდროს განმეორდეს, მაგრამ ეს არის „ქართული ოცნებიდან“ წამოსული რიტორიკა, რადგან ოპოზიციაში დღეს არავის არ აქვს რევოლუციური სცენარის განწყობა. ჩვენი ამ პროცესში მონაწილეობა სწორედ პროცესების სამართლებრივ და კონსტიტუციურ ჩარჩოში ყოფნის გარანტიაა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.