საბა ბუაძე - მანდატებზე უარის თქმის შემდეგაც მზად ვართ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან
მანდატებზე უარის თქმის შემდეგაც მზად ვართ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
„ქართულ ოცნებას“ თუ სურს, რომ მრავალპარტიული პარლამენტის პერსექტივა არსებობდეს, ჯერ კიდევ არის ძალიან მცირე, მაგრამ მოლაპარაკებების სივრცე დარჩენილი. ეს სივრცე გამოყენებული უნდა იქნას ბოლომდე, რათა ჩვენ არ მივიღოთ ის ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო მოცემულობა, რასაც ჰქვია ერთპარტიული პარლამენტი. ეს დრო ცოტაა ბუნებრივია, მაგრამ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. მანდატებზე უარის თქმის შემდეგაც მზად ვართ, რომ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან ხელისუფლებასთან და ამ პოლიტიკური კრიზისიდან ყველანი ერთად გამოვიდეთ“,- განაცხადა საბა ბუაძემ.