საბა ბუაძე - გადავწყვიტეთ, ავიღოთ საბიუჯეტო დაფინანსება, ყველა პარტიამ თავისი სინდისიდან და მოსაზრებებებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება
საბა ბუაძე - გადავწყვიტეთ, ავიღოთ საბიუჯეტო დაფინანსება, ყველა პარტიამ თავისი სინდისიდან და მოსაზრებებებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება

გადავწყვიტეთ, ავიღოთ საბიუჯეტო დაფინანსება, ეს დაკავშირებულია არა საპარლამენტო მუშაობასთან, არამედ პარტიის არსებობასთან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პარტიისთვის საბიუჯეტო დაფინანსება აუცილებელია, რათა პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება შეძლოს.

„ყველამ თავისი სინდისის კარნახით, თავისი მსოფლმხედველობიდან და მოსაზრებებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, უნდა მიიღონ თუ არა დაფინანსება. „ლელოს“ პოლიტსაბჭომ გუშინ იმსჯელა ამ საკითხზე და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ავიღოთ საპარლამენტო დაფინანსება, თუმცა საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც პარტიებისთვის არის გამოყოფილი გადავწყვიტეთ, რომ ავიღოთ, ვინაიდან ეს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებისთვის აუცილებელია. ეს დაკავშირებულია არა საპარლამენტო მუშაობასთან, არამედ პარტიის არსებობასთან და მის განვითარებასთან. ზუსტად ამ მიზეზებიდან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საბიუჯეტო და არა საპარლამენტო დაფინანსება ავიღოთ. ეს არის ბუნებრივი პროცესი ჩვენთვის და აქ მგონი კითხვის ნიშნები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა აიღოს პარტიამ დაფინანსება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.