საბა ბუაძე - ბოიკოტი არ შეიძლება იყოს მოსაწონი მოქალაქეებისთვის, მეტიც, არ მოგვწონს ჩვენც, თუმცა ეს არის „ქართულ ოცნებაზე“ ზემოქმედების ყველაზე ეფექტიანი საშუალება
„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ბოიკოტი არ შეიძლება იყოს მოსაწონი მოქალაქეებისთვის, ბოიკოტი არ მოსწონთ არც პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა ის „ქართულ ოცნებაზე“ ზემოქმედების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.
საბა ბუაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევას გამოეხმაურა.
„ბუნებრივია, რომ ბოიკოტი არ შეიძლება იყოს მოსაწონი მოცემულობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მეტიც, ბოიკოტი არ მოგვწონს ჩვენც, როგორ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა ეს არის „ქართულ ოცნებაზე“ ზემოქმედების ყველაზე ეფექტური საშუალება, ამ ბოიკოტმა მოიტანა ის შედეგი, რომ ჩვენ ახლა ვართ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ჩართულობით. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ შედეგი და არა ახლა არსებული მოცემულობა, ვინაიდან რასაკვირველია ბოიკოტი როგორც ცალკეული ფაქტი არ არის მოსაწონი და მისასალმებელი ვითარება. ჩვენ გვირჩევნია, საპარლამენტო კედლებში გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი, თუმცა ამას დღეს ხელს უშლის ხელისულება, ხელისუფლების სიჯიუტე ახალ არჩევნებთან და პოლიტიკურ დევნასთან მიმართებაში“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას გამოკითხულთა 42 პროცენტი კატეგორიულად არ ეთანხმება, 18 პროცენტი კი, მეტ-ნაკლებად.