საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე სამუშაოების მწარმოებელი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა
საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე სამუშაოების მწარმოებელი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა

საავტომობილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების მწარმოებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დაშავებული გადაყვანილია ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც უტარდება გადაუდებელი ოპერაცია.

საავადმყოფოში იმყოფება იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი. მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება.