საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით სოფელ ჯიხაშკარში აქცია გაიმართა
საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები ობუჯი – ჯიხაშაკრის დამაკავშირებელი გზის ექვსკილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, მათ გზის შეკეთების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა უშედეგოდ.
შეკრებილებს აქციაზე ზუგდიდის ვიცე-მერი გიორგი შენგელია შეხვდა. შენგელიას თქმით, უახლოეს მომავალში აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.
მისი თქმით, ჯიხაშკარის გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, მაგრამ ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა.
ამავე მოთხოვნით აქცია ჯიხაშკარში შარშანაც გაიმართა. მაშინ ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას 2018 წლის ბოლოსთვის დაპირდა.