საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, ხვალ პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება
საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ხვალ პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა ჩაინიშნა. შეხვედრა 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება ფორმატს, სამუშაო პროცესში ჩართული იქნებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. კერძოდ, შვიდი საარჩევნო სუბიექტი და ასევე ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია.