საარჩევნო ოქმების ასი პროცენტის დათვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინს ხმების 87.28 პროცენტი აქვს
საარჩევნო ოქმების ასი პროცენტის დათვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინს ხმების 87.28 პროცენტი აქვს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებშია აღნიშნული. მეორე ადგილს იკავებს ნიკოლაი ხარიტონოვი (კომუნისტური პარტია) 4.31 პროცენტით, მესამე ადგილზეა ვლადისლავ დავანკოვი (ახალი ხალხი) 3.85 პროცენტით, მეოთხეზე კი – ლეონიდ სლუცკი (რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია) 3.20 პროცენტით.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს 21 მარტს, რიგგარეშე სხდომაზე გამოაცხადებს.
რუსეთს საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტივობამ 77.44 პროცენტი შეადგინა.