„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით, ერთსა და იმავე მედიაორგანიზაციას კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე არაუმეტეს ორი წარმომადგენელი ეყოლება
„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით, ერთსა და იმავე მედიაორგანიზაციას კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე არაუმეტეს ორი წარმომადგენელი ეყოლება

სადამკვირვებლო სისტემის ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის, კენჭისყრის დღეს ერთსა და იმავე მედიაორგანიზაციას უფლება ექნება, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს ორი წარმომადგენელი, რომელიც იმავდროულად ვერ იქნება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი/სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ან სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი – ამის შესახებ აღნიშნულია „საარჩევნო კოდექსის“ პროექტში, რომლის განხილვა პარლამენტში დღეს დაიწყება.

ცვლილებებით, დაუშვებელი იქნება 18 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე იყოს ერთზე მეტი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მხარდამჭერთა სიების ბლანკების (მატერიალურად) წარმოდგენასთან ერთად, საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი უნდა იყოს ამ სიაში შეყვანილ პირთა შესახებ ინფორმაცია ელექტრონული სახითაც, რაც ინიციატორების განმარტებით, ქმნის ხელმოწერების ავთენტურობის გადამოწმების ეფექტიან მექანიზმს.