„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლითაც განისაზღვრება, ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენელი
„საარჩევნო კოდექსში“ შედის ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით განისაზღვრება, ვინ არ შეიძლება, რომ იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენელი.
ცვლილებების თანახმად, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი არ შეიძლება, ამავდროულად იყოს: სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; საკრებულოს წევრი; მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილე; მოსამართლე; შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი; პროკურატურის თანამდებობის პირი; საარჩევნო სუბიექტი და მისი წარმომადგენელი; საარჩევნო კომისიის წევრი; დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი; ასევე, სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.
კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, ამ ჩანაწერში იგულისხმება, რომ ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელს უფლება არ ექნება, პარალელურად აკრედიტაცია მიიღოს სხვა მედიასაშუალებიდან ან რომელიმე ორგანიზაციიდან.
ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. კანონპროექტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური და გურამ მაჭარაშვილი.