„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებით, უქმდება ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელზეც პირი ცესკო-ს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს
უქმდება ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელზეც პირი ცესკო-ს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.
აღნიშნული ცვლილება „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
მმართველი გუნდი განმარტავს, რომ როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, ასევე ცესკო-ს მდივანი და მოადგილე არა პარტიული ნიშნით დანიშნული ადამიანები, არამედ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ნიშნით შერჩეული პირები უნდა იყვნენ.
ცვლილებები, რომელიც ცესკო-ს დაკომპლექტებას ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.