თბილისის სააპელაციო სასამართლოში საარჩევნო სარჩელების განხილვა გრძელდება. პროცესი გუშინ, 6 ნოემბერს, შუადღის ორი საათისთვის დაიწყო. უახლოეს დროში უნდა გახდეს ცნობილი, დარჩება თუ არა ძალაში თეთრიწყაროს მოსამართლის გადაწყვეტილება უბნების შედეგების გაბათილების შესახებ.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას დადგენილება, რომლითაც თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში შემავალი რამდენიმე უბნის ელექტრონული შედეგები გაბათილდა, სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
სააპელაციო სასამართლომ გააერთიანა საია-სა და სადამკვირვებლო მისიის, „ჩემი ხმის“ სარჩელები და მოსამართლეთა ერთი კოლეგიის განხილვის ქვეშ მოაქცია. ჩატარდა ექსპერიმენტიც. ადგილზე მიიტანეს ხმის მიცემის აპარატი. ექსპერიმენტს მოსამართლეებიც აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტის კიდევ ერთი ნაწილი იყო კამერების მდებარეობა, გამოჩნდებოდა თუ არა რაიმე კვალი ბიულეტენზე სამი მეტრის მოშორებით. რა შედეგები მიიღო ექსპერიმენტით სასამართლომ, გადაწყვეტილებას მოსამართლეები დასკვნაში ასახევენ.