სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. მეორე ინსტანციაში ექსპრეზიდენტის დაცვის მხარე სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვს. ამ პოზიციას არ იზიარებს სახელმწიფო ბრალდება, რომელიც აცხადებს, რომ ამ საქმეში ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებებია.
პროკურატურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება დ წინასწარი შეცნობით, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულებს სასჯელი გაუნახევრა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეს იყო პირველი საქმეზე, რომელზეც საქართველოში ექსპრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.
„ეს საქმე მართლმსაჯულებაში პრეცედენტი უნდა გახდეს. ეს საქმეა ის მაგალითი, რომელიც ადასტურებს, რამხელა საფრთხეა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების დისკრედიტაცია. ხელისუფლებამ დაფარა დანაშაულის გამომწვევი რეალური მიზეზები და მისი ფიგურანტები“, – განაცხადა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.