სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ლევან თევზაძე გახდა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 ხმით ლევან თევზაძე სააპელაციო სასამართლოს სიახლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ დაამტკიცა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭომ კენჭისყრის შედეგად მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ანა დოლიძეს. მისი თქმით, მსგავსი კენჭისყრა არ ეკადრება იუსტიციის საბჭოს, რადგან არ არსებობს თავმჯდომარის შერჩევის პროცედურა.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა არცერთი კანდიდატისთვის მხარი არ დაუჭერია საბჭოს წევრს ნაზი ჯანეზაშვილს.
აღნიშნულ თანამდებობაზე გამწესების სურვილი სამმა კანდიდატმა გამოთქვა. ესენი არიან საბჭოს მოქმედი წევრი ლევან თევზაძე, მოსამართლე ვეფხია ლომიძე და გოჩა ჯეირანაშვილი.