სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ მერაბ გაბინაშვილი, ხოლო სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ირაკლი შენგელია დაინიშნენ
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 12 ხმით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი დაინიშნა.
გაბინაშვილთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ცოტა ხნის წინ დაასრულეს, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე დადგა.
რაც შეეხება მეორე ვაკანტურ თანამდებობას, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შენგელია 10 ხმით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე გახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეობის ვაკანტურ პოზიციებზე თითო-თითო კანდიდატი იყო წარდგენილი.