სააპელაციო სასამართლომ გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
„ჩვენ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაც, რა თქმა უნდა, კანონიერად მიგვაჩნდა, რომელმაც არ დააკმაყოფილა ქალბატონი გიგაურის სარჩელი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომაც ძალაში უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ორივე ნაწილში, რაც გასაᲩივრებული იყო – მორალური ზიანის და ცილისწამების უარმყოფელი განცხადებების გაკეთებაᲨი, Შესაბამისად ვეთანხმებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
სადავო თემა იყო Ჩემი მარწმუნებლების მიერ 2015 წელს გაკეთებული განცხადებები, რომლებიც პრესკონფერენციაზე გააკეთეს და აღნიᲨნული განცხადებები ეფუძნებოდა გარკვეულ წერილობით მტკიცებულებებს, რაც იყო გავრცელებული ინტერნეტ სივრცეᲨი და იყო ეკა გიგაურის ხელმოწერილი ბრᲫანებები, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავᲨირებით მონაწილე პირების დაჯილდოების შესახებ, შესაბამისად, იყო დოკუმენტი, რომლითაც ქალბატონ ეკა გიგაურს მინიჭებული ჰქონდა კაპიტნის წოდება ასევე 2007 წლის ნოემბრის თვეᲨი. შესაბამისად, Ჩემი მარწმუნებლების მიერ გაკეთდა განცხადებები, რომ გიგაური დაჯილდოვდა სწორედ ამ კაპიტნის წოდებით აღნიᲨნულ მოვლენებᲨი ირიბი მონაწილეობის Შემდეგ, რაც მან დააჯილდოვა დარბევაᲨი მონაწილე პირები“ ,- განაცხადა გოგა ხაინდრავას ადვოკატმა.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარეს, ეკა გიგაურის ადვოკატის, თეო ზაქარაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოᲨი გაასაჩივრებენ, სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.
„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებად გავასაᲩივრებთ უზენაეს სასამართლოᲨი და Შემდეგ სტრასბურგᲨი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოᲨი, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო საასამართლომ ცილისწამება არ დაადგინა, ის დაეთანხმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას იმ ნაწილᲨი, სადაც პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვა, რომ ეკა გიგაურს არანაირი გადაცდომა არ ჩაუდენია და არ ჩაუდენია ის, რასაც აბრალებს ბატონი ხაინდრავა და ადამაᲨვილი. მეტიც, ხაინდრავა და ადამაᲨვილის განცხადებები ეს იყო ეკა გიგაურისთვის დანაᲨაულის დაბრალების Შესახებ. რაც Შეეხება ცილოისწამების ნაწილს, იმედი გვაქვს, რომ უზენაესი სასამართლო დაადგენს ცილისწამებას, თუ არადა მივმართავთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს“ ,- განაცხადა ეკა გიგაურის ადოკატმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს ხელმძღვანელ გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კუჭავამ ეკა გიგაურის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებად კვალიფიკაციის ელემენტი.
სასამართლომ გიგაურის მისამართით გაკეთებული განცხადებები ჩათვალა შეფასებით მსჯელობად და აზრის გამოხატვად. ეკა გიგაურმა საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სწორედ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.