სააპელაციო სასამართლომ გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრში აღადგინა
სამწლიანი დავის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ მსახიობ გია როინიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და მსახიობი, რომელიც თეატრიდან გაუშვეს, სამსახურში აღადგინა.
“სამწლიანი დავა სასამართლოში დასრულებულია. დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩემი თუმანიშვილის თეატრში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ. სარჩელი დაკმაყოფილებულია სრულიად. მინდა აღვნიშნო, რომ სააპელაციოში გასაჩივრება მოხდა თეატრის წინა ხელმძღვანელობის, ქეთი დოლიძის დროს. წინასწარ ვულოცავ თუმანიშვილის თეატრს და ყველა ჩემს გულშემატკივარს შობა-ახალ წელს”,- წერს გია როინიშვილი.