სააპელაციო სასამართლომ 2018 წელს 17 გამამტყუნებელი განაჩენი შეცვალა
სააპელაციო სასამართლოში გასული წლის განმავლობაში 2473 საჩივარი შევიდა.
მეორე ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენები გამამართლებლით, 17 საქმეზე შეცვალა.
აღნიშნულ მონაცემებს უზენაესი სასამართლო აქვეყნებს. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ 1 საქმეზე შეწყვიტა განხილვა. სასჯელი კი, მეორე ინსტანციამ 246 პირს შეუმსუბუქა. სასჯელი პირობითი მსჯავრით, ხუთ შემთხვევაში შეიცვალა.
რაც შეეხება ზემდგომ ინსტანციას, საკასაციო ინსტანციაში 2018 წლის განმავლობაში, შესულია 836 საჩივარი, ხოლო განხილულია – 730. საკასაციო ინსტანციამ გააუქმა და შეცვალა 59 განაჩენი.