სააპელაციო სასამართლო „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის საქმეზე პროკურატურის საჩივარს დღეს განიხილავს
თბილისის სააპელაციო სასამართლო „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის საქმეზე პროკურატურის საჩივარს დღეს განიხილავს.
ბრალდებულ თამაზ ქვლივიძისთვის ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
დაცვის მხარის ადვოკატი ზაზა მესხი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მისი თქმით, თამაზ ქვლივიძე მიმალვას არ აპირებს, პირიქით, სურს, სიმართლე გაირკვეს.
„ჩვენი პოზიცია იქნება იგივე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, მას განზრახვა არ ჰქონია, ის დაზიანებები რაც მიიღეს თანამშრომლებმა, არის ყველა გაუფრთხილებელი, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ აპირებს მიმალვას პირიქით უნდა საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს“, – განაცხადა ზაზა მესხმა.
13 იანვარს, ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაჭრეს.