საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს.
ამჯერად მერაბ კოსტავას ქუჩაზე დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო 13 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“ – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.