საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა
საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
მერიაში აცხადებენ, რომ 25 დეკემბერს ამავე მოედანზე საზეიმოდ გაიხსნება საშობაო სოფელი და აინთება მთავარი ნაძვის ხე.
საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.