მიხეილ სააკაშვილთან იზოლატორში ადვოკატი შეუშვეს – ამის სახებ ტელეკომპანია 112-ის ეთერში უკრაინის შსს-ს კოლეგიის წევრმა და დეპუტატმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს დაკავებულის სამედიცინო შემოწმება, რათა დადგინდეს, რომ მასზეც მყოფზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა.
გერაშენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება კანონის შესაბამისად განხორციელდა, რადგან ის ძებნაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც პირველი დაკავების შემდეგ გაიქცა. ამიტომ, პოლიციას ჰქონდა უფლება, ის ადვოკატის თანდასწრების გარეშე დაეკავებინა.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. „დაკავება ქალაქ კიევის სოლომენსკის რაიონში მოხდა. ეს უკანასკნელი გადავეცით სისხლის სამართლის წარმოების საგამოძიებო ორგანოს. პოლიციის თანამშრომლები კონსტიტუციის მოედანზე კარვების ქალაქის ტერიტორიაზე არ შესულან. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მიმართული რამე სახის ზომები არ გატარებულა“, – ნათქვამია უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში.