სააკაშვილის მსგავსად წელს უკრაინიდან 93 ადამიანი გააძევეს
სააკაშვილის მსგავსად წელს უკრაინიდან 93 ადამიანი გააძევეს

უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, პიოტრ ციგიკალის განცხადებით, იმ მუხლით, რა მუხლითაც უკრაინიდან ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გააძევეს, უკრაინა წელს 93 ადამიანს დაატოვებინეს.

„სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურმა, სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის გადაწყვეტილება შეასრულა. აღნიშნული პირი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა, სწორედ ამიტომ, ყველა იურიდიული ფორმალობის გათვალისწინებით დააბრუნეს პოლონეთში, საიდანაც უკრაინაში უკანონოდ შემოვიდა“, – განაცხადა ციგიკალმა.

მისი თქმით, ანალოგიური მუხლით წლის დასაწყისიდან დღემდე უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა 93, ხოლო გასულ წელს 863 უცხოელი გააძევა.