სააკაშვილის მომხრეები სპეცრაზმს დაკავებული ყოფილი გუბერნატორის გაყვანის საშუალებას არ აძლევენ
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობენ, არ გააყვანინო სააკაშვილი სპეცრაზმს.
ამ წუთებში მიმდინარეობს ფიზიკური დაპირისპირება სააკაშვილის მომხრეებსა და სპეცრაზმს შორის.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი კიევიდან იტყობინება, მხარდამჭერები არ აძლევენ საშუალებას, გაიყვანონ სააკაშვილი. სპეცრაზმი ცდილობს დაკავებული ოდესის ყოფილი გუბერნატორის გაყვანას. მომხრეები ცდილობენ გზის გადაკეტვას. სპეცრაზმმა სააკაშვილი მანქანაში ჩასვა და ტერიტორიიდან გასვლას და ცოცხალი ძალით კორდონის გარღვევას ცდილობს.
აქტივისტები ცდილობენ სპეცრაზმის ავტობუსის გადაყირავებას, რათა გზა ჩაკეტონ და არ მოხდეს იმ მანქანის ტერიტორიიდან გასვლა, სადაც დაკავებული სააკაშვილი ზის.