სააკაშვილის მხარდამჭერები უკრაინის გენერალური პროკურორის სახლთან იკრიბებიან
სააკაშვილის მხარდამჭერები უკრაინის გენერალური პროკურორის სახლთან იკრიბებიან

უკრაინაში, კიევში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს სახლთან აქციის გასამართად ამ წუთებში  იკრიბებიან.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი კიევიდან იუწყება, სააკაშვილის მხარდამჭერთა კოლონა პუშკინის სკვერიდან დაიძრა და ლუცენკოს სახლთან მივიდნენ , რომელიც კიევიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.

მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით უკრაინაში დააკავეს. ამ დროისთვის, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.

ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიება დაკავებიდან 72 საათში უნდა შეეფარდოს. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვს.

მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში დააკავეს.