„სააკაშვილის მიერ შეთავაზებული გამოსავალი უკრაინაში მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს“
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ შეთავაზებული გამოსავალი უკრაინას იმ დაპირისპირებამდე მიიყვანს, რაც ქვეყანაში მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
ჟურნალისტებთან საუბარში, ვოლსკი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინაში რთული სიტუაციაა შექმნილი.
“ამას არც ოფიციალური ხელმძღვანელობა არ მალავს. ეს კორუფცია იქნება, ეკონომიკური თუ სოციალური საკითხები. ეს ყველაფერი გარკვეული ავანტიურებისთვის პლატფორმას ქმნის და სააკაშვილის მიერ შეთავაზებული გამოსავალი უკრაინას იმ დაპირისპირებამდე მიიყვანს, რაც ქვეყანაში მდგომარეობას უფრო დაამძიმებს. ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორიც”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.