ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს მოუწოდებს, 10 დეკემბერს, მარშს შეურთდნენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვონ – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორთან შეკრებილებს სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩორნოლუცკიმ განუცხადა. ადვოკატმა მათ სააკაშვილის მიმართვა წაუკითხა.
„დაკავებული ვარ შეთითხნილი ბრალდებებით. ამით თქვენი დაშინება სურთ. არაფრის შეგეშინდეთ და გამოდით აქციაზე, ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისაგან.
ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. მედგრად იყავით“ – აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაში.