სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. ამის შესახებ არქიდიაკონმა დემეტრემ დიდი ხუთშაბათის წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სააღდგომო მსახურება შაბათს, 23:00 საათზე დაიწყება.
ლიტურგიის დაწყებამდე ტრადიციულად წაიკითხავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს.