სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მსოფლიოს საუკეთესო ექსპორტის სააგენტოს ჯილდო მოიპოვა
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირებისა და მხარდაჭერის კუთხით საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) კონკურსის WTPO Awards 2020-ის ფარგლებში საუკეთესო სააგენტოდ დასახელდა.
დაჯილდოების ცერემონია, რომელიც კოვიდპანდემიის გამო გადაიდო და წელს ჩატარდა, განაში გაიმართა, სადაც სააგენტოს დირექტორს მიხეილ ხიდურელს ჯილდო პირადად გადასცა ITC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პამელა ქოუქ ჰამილტონმა გადასცა.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) და გაერო-ს ერთობლივი სააგენტოს – საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC) კონკურსის გამარჯვებულებს მაღალი რანგის ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური არჩევს.
„ფინალში გამოვლინდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ახალისებენ ექსპორტის განვითარების ინოვაციურ და ეფექტურ ინიციატივებს. ორგანიზაციებმა უნდა აჩვენონ, რომ ისინი ეხმარებიან მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს (MSMEs) გახდნენ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე.
აღსანიშნავია, რომ WTPO Awards-ის წლევანდელი დაჯილდოების ჟიურის წევრი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელია, როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული ორგანიზაციის წარმომადგენელი“, – ნათქვამია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.