სააგენტო „ბელტას“ ცნობით, „რაინეარის“ თვითმფრინავის დანაღმვის შესახებ ინფორმაცია მინსკის ეროვნულმა აეროპორტმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო
სააგენტო „ბელტას“ ცნობით, „რაინეარის“ თვითმფრინავის დანაღმვის შესახებ ინფორმაცია მინსკის ეროვნულმა აეროპორტმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო

„რაინეარის“ თვითმფრინავის დანაღმვის შესახებ ინფორმაცია მინსკის ეროვნულმა აეროპორტმა ელექტრონული ფოსტით საშუალებით მიიღო. აღნიშნულის შესახებ ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტროს ავიაციის დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით, სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ იუწყება.

არტემ სიკორსკის განცხადებით, 23 მაისს მინსკის ეროვნულმა აეროპორტმა ინგლისურ ენაზე მიიღო მუქარის შემცველი ელექტრონული ფოსტა, რომ ჰამასის ჯარისკაცებმა დანაღმეს FR4978 რეისის თვითმფრინავი და თუ ისრაელი არ შეწყვეტდა ღაზას სექტორის დაბომბვას, ხოლო ევროკავშირი ისრაელის მხარდაჭერას, ბომბი ვილნიუსის თავზე ამოქმედდებოდა.

„რაინეარის“ თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, მინსკის აეროპორტმა მიიღო სიგნალი თვითმფრინავზე ავარიული სიტუაციის არსებობის შესახებ, რომლის მიზეზი სავარაუდოდ, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა იყო. ეკიპაჟის მეთაურის გადაწყვეტილებით თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა მინსკის აეროპორტში. სპეციალური სამსახურების მიერ, შესაბამისი სამუშაოების შესრულების შემდეგ, ინფორმაცია თვითმფრინავზე ბომბის არსებობის შესახებ არ დადასტურდა.