სააგენტო Amaq-ი მებრძოლების ვიდეოს აქვეყნებს, რომლებიც სავარაუდოდ ირანის ტერაქტში მონაწილეობდნენ
სააგენტო Amaq-ი მებრძოლების ვიდეოს აქვეყნებს, რომლებიც სავარაუდოდ ირანის ტერაქტში მონაწილეობდნენ. აღნიშნული სააგენტო ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული და მის მიერ კონტროლდება.
ვიდეოში სამი მამაკაცი ჩანს, რომლებიც ამბობენ, რომ თავდასხმის მოსაწყობად მიდიან. დაეშის სავარაუდო წევრები აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის განადგურებას პარტიზანული სტილის თავდასხმით აპირებენ, რადგან ისინი ურწმუნოები არიან.
22 სექტემბერს ირანის ქალაქ აჰვაზში სამხედრო აღლუმზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ტერაქტის გამო 24 სექტემბერში გლოვის დღედ გამოცხადდა.