რვა ოპოზიციონერი დეპუტატი ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში იბარებს
რვა ოპოზიციონერი დეპუტატი შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში იბარებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მათი კითხვა ეხება იმას, რამდენად პროპორციული იყო ძალა, რომელიც სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 7-8 მარტს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს და წარმოადგენდა თუ არა ის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას.
„ასევე, მოხდა თუ არა შესაბამისი წესის დაცვით სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლის, ე.წ.წიწაკის სპრეის და ცრემლმდენი გაზის) გამოყენება?“ – აღნიშნავს დეკანოიძე.