რუსულმა ძალებმა ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს
რუსულმა ძალებმა ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო.

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მსხვერპლი არ არის.

ასევე, ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსეთი კვლავ ინარჩუნებს სადესანტო ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობას.