რუსულმა ძალებმა მიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაღუპულია ერთი ადამიანი
რუსულმა ძალებმა მიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ მიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაღუპულია ერთი და დაშავებულია, სულ მცირე, 23 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის არმიის ოპერატიული სარდლობის პრესატაშე ნატალია გუმენიუკი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკოლაევში საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ეს-300“-დან გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ოთხი რაკეტა ადგილობრივი დროით ღამის პირველი საათისთვის ჩამოვარდა.

როგორც ნატალია გუმინიუკმა აღნიშნა, ერთი რაკეტა მაღალსართულიან შენობას მოხვდა, მეორემ კი კერძო სახლი გაანადგურა.