რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ალექსეი დვინიანინი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ალექსეი დვინიანინი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსეი დვინიანინმა სამუშაო გასული წლის დეკემბერში დაასრულა და მოსკოვში დაბრუნდა.
რუსული მედიის ცნობით, ალექსეი დვინიანინი მეორე რუსი დიპლომატია, რომელიც მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში წარმომადგენლად დანიშნა.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ე.წ. სალეჩოს დვინიანინი 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ამასთან, მედია წერს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საქმეთა დროებით რწმუნებულად მრჩეველ-დესპანი, მაქსიმ ლიტვინოვი დაინიშნა.