რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა შესაძლოა, მომავალი წლის დასაწყისში გაიმართოს
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები შესაძლოა, ერთმანეთს მომავალი წლის დასაწყისში შეხვდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„კომერსანტის“ ცნობით, წლის ბოლოს ლიდერები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართავენ შეხვედრას, ახალი წლის დასაწყისში კი, პირისპირ შეხვედრას გამართავენ.
„დეტალები ჯერ ბოლომდე შეთანხმებული არ არის, ამიტომ არც კრემლში და არც თეთრ სახლში ინფორმაციას გახმაურებას არ ჩქარობენ“, – აღნიშნავს გამოცემა „კომერსანტის“ წყარო.
ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის პირველი შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართა.