რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიიდან ბელგოროდის რაიონის სოფელი ჟურავლიოვკა დაიბომბა
რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიიდან ბელგოროდის რაიონის სოფელი ჟურავლიოვკა დაიბომბა.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი სახლები და სოციალური ობიექტები დაზიანდა, თუმცა მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სოფელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მოსახლეობა სოფლიდან გაიყვანეს.
რუსული მედიის ცნობით, რამდენიმე საათით ადრე ასევე დაიბომბა სოფელი სპოდარიუშინო, რომელიც უკრაინის საზღვრიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს. სპოდარიუშინოსა და კიდევ ერთი სასაზღვრო სოფლის, ბეზიმენოს მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
რუსული მედიის ცნობით, გარდა ამისა, დაახლოებით 12:30 საათზე, ორი უკრაინული შვეულმფრენი შეიჭრა რუსეთის საჰაერო სივრცეში და განახორციელეს სულ მცირე ექვსი საჰაერო დარტყმა საცხოვრებელ სახლებზე ბრაიანსკის ოლქის სოფელ კლიმოვოში.